19:13 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-16 17:37:52, 1394 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, 530 გრძივ მეტრზე 400 და 500 მმ-იანი სანიაღვრე მილები მოეწყო, ასევე, 44 ჭა და ცხაური მონტაჟდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნოსტეს ქუჩაზე, კეკელიძის I გასასვლელსა და კახიანის III შესახვევში მიმდინარეობს. აღნიშნული ქსელი ურიდიას ქუჩის სანიაღვრე კოლექტორზე დაერთდება.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ნოსტეს ქუჩაზე ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა. გზის რეაბილიტაცია ვერ განხორციელდებოდა მიმდებარე ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოწყობის გარეშე. აღნიშნულ ქსელზე მუშაობის დასრულების შემდეგ, კომპანია GWP-მ უნდა შეცვალოს წყალსადენისა და წყალარინების მოძველებული სისტემა. ბოლო ეტაპი კი ახალი გზის მოწყობა იქნება, რასაც ნაძალადევის რაიონის გამგეობა უზრუნველყოფს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 191 110 ლარი გამოყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics