|
2020-06-16 13:53:16, 1071 ნახვა
რეგიონი
კასპში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ 31 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა
კასპში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებ 31 ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა. წყალმომარაგების კომპანიის კასპის სერვისცენტრმა სასმელი წყლის სისტემა ხელახლა გაიყვანა. ასევე აღდგენილია სოფელ მრგვალი ჭალის მაგისტრალი, რამაც 25 წლის შემდეგ 450 აბონენტს სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდების საშუალება მისცა. ქუჩაზე მცხოვრები ოჯახები მადლობას უხდიან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების შიდა ქართლის მხარის უფროსს ბაჩო ცაცუას, კასპის სერვისცენტრის მენეჯერს ჯუმბერ თავშავაძეს და კასპის მუნიციპალიტეტის მერიას. მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად გარკვეული რაოდენობის ფინანსებს ხარჯავს სასმელი წყლის პრობლემების მოსაგვარებლად, მაინც არსებობს. „2013 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტში 100 890 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალია რეაბილიტირებული და მოწყობილი, სამუშაოებზე კი 15 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. მუნიციპალიტეტის მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად აგრძელებს სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების სამუშაოებს, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა. #გაიგერაკეთდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)