|
2020-06-16 13:24:37, 1089 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის მე-5 კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 კონფერენცია, Welcome to Georgia ონლაინ პლატფორმა Zoom-ის დახმარებით ჩატარდა. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო კონფერენციის თემატიკა თავიდან ბოლომდე მიეძღვნა კოვიდ-19-ის გავლენას აღნიშნულ ინდუსტრიაზე. პანდემიამ ფორმატის ცვლილებაც გამოიწვია და კონფერენცია, რომელიც წარსულში 400-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობდა, წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 კონფერენცია საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით გაიმართა. ის ორი პანელისგან შედგებოდა, სადაც სამთავრობო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინდუსტრიაზე კორონავირუსის გავლენასთან დაკავშირებულ სხადასხვა თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერიის, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბიდიოს, საქართველოს ბანკის, ალიანს ჯგუფის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა. სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ონლაინ კონფერენცია B2B შეხვედრებით დასრულდა, სადაც მონაწილეებს მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ. „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინანტთა და გამარჯვებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ახლა, ახალი რეალობიდან გამომდინარე ტურიზმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და წახალისებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, Welcome to Georgia! არის ტურიზმისა და მასპინძლობის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია პროექტის თანაორგანიზატორია და ინდუსტრიას აქტიურად უჭერს მხარს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)