20:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 13:33:10, 1207 ნახვა

საზოგადოება
გამყრელიძე - მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში იმატებს, თუმცა საკარანტინო სივრცეები არ გაუქმდება

 დღეს საღამოს ან ხვალ ალბათ გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და იქ ნახავთ, რომ შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ. 

მან ასევე განაცხადა, რომ პანიკის საფუძველი არაა თუმცა რაც მეტად იხსნება ეკონომიკა, მით უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ.

„ის, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ხდება, როდესაც ჩვენ გვაქვს 9, 11, 13, 14, 15 შემთხვევა ყოველდღიურად, ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, ეს არ არის მოულოდნელობა. პროგნოზირებადი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მოგეხსენებათ, ეკონომიკა იხსნება, მეტი მობილობაა და ეს ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ეს არ არის არც პანიკის, არც რაღაც შეშფოთების საფუძველი, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად გვმართებს. ეს ყველაფერი მართვადია, ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია და ამ ტიპის სვლით ჩვენ არაფერი პრობლემა არ შეგვექმნება. ჯანდაცვის სისტემა მართავს ამ ინფიცირებულებს.

ერთი ასეთი დინამიკა შეიმჩნევა – დღეს საღამოს ან ხვალ ალბათ გამოქვეყნდება ჩვენი მეორე მიმოხილვა და იქ ნახავთ, რომ შედარებით იმატებს ე.წ მსუბუქ შემთხვევათა რიცხვი, საშუალო და მძიმე შემთხვევებთან მიმართებაში. ეს ახალი დადასტურებული შემთხვევებიც, შემიძლია გითხრათ, რომ კლინიკირად შედარებით უფრო დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა საკარანტინო სივრცეების ფუნქციონირებასაც.

მისი განცხადებით, საკარანტინო სივრცეების გაუქმება ჯერ  ძალიან ადრეა და არ  განიხილება.

"საკარანტინო ზონებს ჯერჯერობით ქვეყანა ვერ გააუქმებს, მითუმეტეს ჩვენს ირგვლივ, საიდანაც დღეს შემოდიან საქართველოში საქართველოს მოქალაქეები ან სხვა, ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, მათთვის კარანტინი ჯერჯერობით ძალაში რჩება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი მექანიზმი, რომლითაც ჩვენ დაავადების ფართოდ გავრცელების პრევენციას ვახდენთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics