08:05 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 12:57:08, 1690 ნახვა

ეკონომიკა
ქვრივიშვილი - როცა გერმანია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება ერთ-ერთი, ვისთანაც საჰაერო მიმოსვლას აღადგენს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, როდესაც გერმანია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან საერთაშორისო საზღვარს გახსნის, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, ვისთანაც გერმანია საჰაერო მიმოსვლას აღადგენს.

მისი თქმით, ევროკავშირს საერთაშორისო მოგზაურების რეგულირების საკითხი ჯერჯერობით შემუშავებული არ აქვს.

„ევროკავშირის ყველა ქვეყანა ივლისის დასაწყისამდე ხსნის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს შიგნით საზღვრებს და მათ შორის გერმანია, რომელმაც თქვა, რომ არათუ მესამე ქვეყნებს არ გაუხსნის საზღვარს, არამედ გაახანგრძლივა ზოგადად, საერთაშორისო საზღვრების გახსნა 31 აგვისტომდე, არ მოიაზრებს არათუ მხოლოდ საქართველოს, არამედ არც ერთ ქვეყანას, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. ზოგადად, გერმანიის მიდგომა ტურიზმთან მიმართებაში ბოლომდე ეფუძნება თვის ბოლომდე შიდა ტურიზმს, თუმცა აქვე განვმარტავ, რომ ჩვენ ძალიან წარმატებით გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება გერმანიის მთავრობასთან, სადაც მათი მხრიდან გამოხატული ნდობა საქართველოსადმი, როგორც უსაფრთხო მიმართულების, ძალაინ მაღალია და ასევე განგვემარტა, რომ როდესაც იქნება შესაბამისი რეკომენდაციები ევროკომისიის და შესაბამისად, ევროკავშირის და იქნება გადაწყვეტილება და პრინციპი გერმანიის, ისევე, როგორც სხვა ევროკავშირის ქვეყნებიდან, როგორ უნდა მოხდეს რეგულირება საერთაშორისო მოგზაურების, საქართველო, მისი დღევანდელი პოზიციონერიბით და უსაფრთხოების ინდექსით იქნება ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელთანაც აღდგება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა და შესაბამისად, ტურისტული ნაკადები, თუმცა განვმარტავ კიდევ ერთხელ, რომ ეს კრიტერიუმები და რეგულაციები ჯერ კიდევ ევროკავშირსაც არ აქვს შემუშავებული“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics