2020-06-15 12:25:03, 1195 ნახვა
საზოგადოება
განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებების მიმღებში, საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე, სადაც შუძლებელია ორი მეტრი დისტანციის დაცვა. ასევე, შეხვედრებზე გამოსვლისას გამომსვლელს შეუძლია არ გამოიყენეოს პირბადე პრეზენტაციის გაკეთებისას, ან განცხადების გაკეთებისა.
ასევე, სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში, სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აგრეთვე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის მეტროსა და ტაქსიში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან