20:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 10:04:12, 1172 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან სარკინიგზო მიმოსვლა განახლდა

ორთვე-ნახევრიანი პაუზის შემდეგ, დღეს, თბილისიდან ხუთი მაგისტრალური მიმართულებით პირველი მატარებლები გავიდნენ. საქართველოს რკინიგზა მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებს.

ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული ინსტრუქციის თანახმად, მნიშვნელოვანია რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორის, დაჩი ცაგურიას თქმით, მგზავრობა შესაძლებელი იქნება ხუთი მიმართულებით – თბილისი-ბათუმი, თბილისი-ზუგდიდი, თბილისი-ფოთი, თბილისი-ოზურგეთი, თბილისი-ქუთაისი. მისი განცხადებით,  პირველ ეტაპზე,  აღდგა  დღის ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა.

„საქართველოს რკინიგზა მგზავრებს მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების მიზნით, მატარებლის ბილეთები  შეიძინონ ონლაინ,  ასევე მაქსიმალურად დაიცვან მგზავრობის წესები“,- განაცხადა ცაგურიამ.

ბათუმის მიმართულებით შტადლერის მატარებელი დღეს ზუსტად 8 საათზე გავიდა. პირველი მგზავრების განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, მზად არიან დაიცვან ყველა რეგულაცია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics