05:38 - 25 Jul, 2026
|
2020-06-14 12:48:04, 15570 ნახვა
ომი უკრაინაში
სოფელ მეტეხში მცხოვრებ ქალს COVID-19 დაუდასტურდა, ის თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მცხოვრებ ქალს, რომელიც თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს თანამშრომელია, კორონავირუსი დაუდგინდა. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სოსო მარღიშვილის ინფორმაციით, პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფიცირებული მედდის ე.წ. კლასტერს მიეკუთვნება და ვირუსის დადასტურებამდე ის თბილისში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ამ წუთებში სოფელ მეტეხში, ინფიცირებული ქალის ოჯახში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები კი უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ცნობისთვის, შიდა ქართლში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კორონავირუსის 6 შემთხვევა გამოვლინდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)