21:36 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 23:16:23, 1509 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება როგორც პრორუსული და რუსეთის მიმართ ლოიალური

ანტიდასავლურები რომ იყვნენ ყველა ერთად ეს ვიცოდით, მაგრამ ეს ანტიდასავლური ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება როგორც პრორუსული და რუსეთის მიმართ ლოიალური ოპოზიცია , - ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციის ერთიანი სიები და საერთო კანდიდატები ხელისუფლების გამარჯვების შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდიან.

„ჩვენ ყველა მიმართულებით მივესალმებით, რომ ერთიანი სიები შეადგინონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ან საერთო კანდიდატები დააყენონ. წარმოიდგინეთ რას ნიშნავს ერთიანი ოპოზიცია. ეს არის სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძის ერთობა. წარმოიდგინეთ რამდენი ამომრჩეველი მისცემს ხმას ასეთ კოალიციას, რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს ვინც მხარს დაუჭერს ასეთ გაფორმებულ პრორუსულ კოალიციას.  ანტიდასავლურები რომ იყვნენ ყველა ერთად ეს ვიცოდით, მაგრამ ეს ანტიდასავლური ოპოზიცია ოფიციალურად გაფორმდება როგორც პრორუსული და რუსეთის მიმართ ლოიალური ოპოზიცია. ეს ბუნებრივია მხოლოდ მომგებიანია ჩვენთვის.

ძალიან მარტივი საარჩევნო დათვლაა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვეძლევა დამატებით საკმაოდ დიდი უპირატესობა. პროპორციულ ნაწილში ეს შეიძლება იყოს მინიმუმ 5 პროცენტიანი უპირატესობა  და მაჟორიტარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმარტივდება არა მხოლოდ მეორე, არამედ პირველივე ტურში ყველა ოლქში არჩევნების მოგება. აქედან გამომდინარე ასეთ კოლაბორაციას ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics