|
2020-06-13 22:12:22, 1429 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა 13 ივნისს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსნოვას პატივი მიაგეს
დღეს, სოფელ აღაიანში კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა, ომის ვეტერანებმა და სოფლის მოსახლეობამ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიისას დაღუპულ მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ სოფლის ცენტრში მდებარე მისი მემორიალი და საფლავი გვირგვინებით შეამკეს. მეხანძრე-მაშველის მემორიალს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებიც ესტუმრნენ და ყოფილი თანამშრომელი გაიხსენეს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებას საკუთარი სიცოცხლე შეწირა. 13 ივნისს, როდესაც მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა, უამრავ ადამიანს და მათ საცხოვრებელ სახლებს საშიშროება შეუქმნა, ზურაბი ღვარცოფს არ შეუშინდა და საკუთარი სიცოცხლის ფასად 7 ადამიანი გადაარჩინა. ზურაბ მუზაშვილი გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა „თავდადები“-ს მედლით დააჯილდოვა, ხოლო მისი სახელი თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა. ზურაბ მუზაშვილი საქართველოს გმირია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)