02:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-13 13:19:07, 1573 ნახვა

კომენტარი
კალაძე ოპოზიციაზე - საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით არ ვიცი რამდენად მოახერხებენ შეთანხმებას

ოპოზიცია საერთო საარჩევნო სიასთან დაკავშირებით არ ვიცი რამდენად მოახერხებს შეთანხმებას, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სააკაშვილის ინიციატივას, რომ ოპოზიციამ საერთო საარჩევნო სია შექმნას.

კალაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ დაპირისპირებაა მათ შორის.

„არ ვიცი რამდენად მოახერხებენ შეთანხმებას იმიტომ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მათი განცხადებებიდან ირკვევა, რომ აშკარად დაპირისპირებაა და ვნახოთ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რას მოილაპარაკებენ“, - აღნიშნავს კალაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილს სააკაშვილი ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics