|
2020-06-12 16:44:06, 1695 ნახვა
საზოგადოება
„ვენდი“ და „დანკინი“ სტუმრებს დარბაზებში შეკვეთის განახლებული ტექნოლოგიებითა და შეთავაზებებით ელიან
ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ და „დანკინი“ მონატრებულ სტუმრებს რესტორნების დარბაზებში ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, შეკვეთების მიღების განახლებული ტექნოლოგიებითა და გემრიელი შეთავაზებებით ელიან. სულ მალე მომხმარებლებს „ვენდისა“ და „დანკინში“ უგემრიელესი მენიუს შეკვეთა QR კოდის საშუალებით, „დანკინში“ კი თანამედროვე კიოსკების მეშვეობით შეეძლებათ, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მომსახურების დროს, უკონტაქტოს გახდის სასურველი მენიუს შეკვეთის პროცესს და მეტად დაცული და უსაფრთხო იქნება ანგარიშსწორება. რაც შეეხება სიახლეებს პროდუქტების შეთავაზების კუთხით: „ვენდიმ“ სტუმრებისთვის ახალი მენიუ „Biggie Box“ –ი შეიმუშავა სპეციალურ ეკონომ ფასად, მხოლოდ 10.95 ლარად; „დანკინ ორიგინალ“ ყავას ნებისმიერ დონატთან ერთად 4.90 ლარად, ხოლო ამერიკანოს კი ნებისმიერ დონატთან ერთად მხოლოდ 5.40 ლარად სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს. რაც შეეხება დარბაზში სტუმრობის უსაფრთხოების წესებს, ყველსათვის სავალდებულოა დეზობარიერის და თერმოსკრინინგის გავლა, ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა; რეკომენდებულია უნაღდო ანგარიშსწორება. მომხმარებელმა პირბადე მხოლოდ საკვების მიღებისას უნდა მოიხსნან. თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით უკვე რამდენიმე თვეა „ვენდისა“ და „დანკინში“ უკიდურესად გამკაცრებულია ჰიგიენის დაცვის ნორმები. სადეზინფექციო ხსნარებით სისტემატიურად ხდება ზედაპირების დამუშავება ყოველი მოხმარების შემდეგ და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება პროდუქტების მომზადება. ბოლო 2 თვის განმავლობაში, „ვენდი“ და დანკინი“ ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესების დაცვით, უწყეტ რეჟიმში უზრუნველვყოფთა მომხმარებელთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეკვეთილი პროდუქტების ადგილზე მიტანის, Drive-Thru და Pick Up სერვისის მეშვეობით.
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)