|
2020-06-12 12:48:21, 1577 ნახვა
რეგიონი
აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა
აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის და ასევე, შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა. CPMR (Conference of Peripheral Maritime Regions) წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს 200 მილიონამდე მოქალაქეს. CPMR არის ევროპული ინსტიტუტების პარტნიორი და რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება. ორგანიზაცია მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში. ორგანიზაციის წევრი რეგიონები საზღვაო საქმიანობის, სავაჭრო ურთიერთობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კლიმატის ცვლილებების სფეროებში თანამშრომლობენ. აჭარას უნიკალური სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა, მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, მსგავსი ინიციატივები კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შავი ზღვის რესურსების მაქსიმალურ ათვისებასა და დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ორგანიზაციის წევრობა კიდევ უფრო გააძლიერებს აჭარის მთავრობის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის შესაძლებლობებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)