02:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-26 17:16:58, 745 ნახვა

საზოგადოება
"ალი და ნინო"-ს ქანდაკების ადგილმონაცვლეობა ავტორთან შეთანხმებული იყო

"ალი და ნინო"-ს ქანდაკების  სხვა ადგილას გადატანა,  ავტორთან შეთანხმებული იყო.

 "ბათუმის ბულვარის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ზირაქაშვილის განცხადებით, ზღვასთან ახლოს მძიმე კონსტრუქციის განთავსება არ შეიძლება, რადგან მას ტალღების მიმოქცევის შედეგად საფრთხე შეექმნება.

მისივე თქმით, ალის და ნინოს ქანდაკებას შტორმებმა საძირკველი მთლიანად გამოურეცხა.

"ზღვასთან ახლოს არ შეიძლება რაიმეს ჩამოხსნა,  ან მძიმე კონსტრუქციის განთავსება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე.  ეს ქანდაკებაც  ნებართვის გარეშე დადგეს, რის გამო ყველა ტექნიკური ნორმა დარღვეულია.

შარშან წლის ბოლოსკენ სულ შტორმები იყო და ამან ქანდაკებას სულ გამოურეცხა საძირკველი. ამიტომ, მის გადატანაზე მუშაობა დავიწყეთ და კონკრეტულ ადგილს, ავტორთან შეთანხმებით განვიხილავთ. ეს ადგილი არც ავტორს ჰქონდა თავიდან გათვალისწინებული“-აღნიშნა „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ზირაქაშვილმა "ალი და ნინო"-ს ძეგლის დემონტაჟის დაწყებამდე.

ქანდაკების ადგილმონაცვლეობისთვის  „ბათუმის ბულვარის“  ბიუჯეტში 240 ათასი ლარია გათვალისწინებული.

"ალი და ნინო“-ს  ავტორი, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე თამარ კვესიტაძეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics