|
2020-06-11 17:55:47, 2111 ნახვა
რეგიონი
სოფელ ლამისყანის სასოფლო ამბულატორიაში ჩატარებული სარეაბლიტაციო სამუშაოები
სოფელ ლამისყანის სასოფლო ამბულატორიაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ნაწილობრივი სარეაბლიტაციო სამუშაოები ჩაატარა. დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ელიზაბედ რუთმა და თავდაცვის ატაშემ საქართველოში პოლკოვნიკმა სტეფანი ბეგლიმ, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაზა მარიდაშვილმა და შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ზურაბ ჯალაბაძემ. ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, შემდეგ კი სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. აღნიშნული ამბულატორიით ლამისყანის მოსახლეობის გარდა, სარგებლობს გამყოფი ხაზისპირა სოფელ ხვითის მოსახლეობაც. ელიზაბედ რუთმა ამბულატორიას საჩუქრად ბავშვებისთვის განკუთვნილი წიგნები გადასცა. სტუმრებმა დათვალიერეს ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლე მუზეუმი და გაეცნენ სოფლის ისტორიას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)