2015-08-26 16:46:40, 627 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ავიაკომპანია შემოდის
მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ახალი თურქული ავიაკომპანია „BORAJET Airlines“ იწყებს, რომელიც ავიარეისებს კვირაში 3 სიხშირით სტამბული-ბათუმი-სტამბულის მიმართულებით შეასრულებს. ფრენები „Embraer E190“ ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ მიერ შესაბამისი ნებართვა ავიარეისების განხორციელებაზე უკვე გაცემულია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან