22:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 14:46:10, 2312 ნახვა

საზოგადოება
ხონის დევნილთა დასახლებაში კულტურის სახლი და საბავშვო ბაღი გაიხსნა

ხონის დევნილთა დასახლებაში, კულტურის სახლისა და  საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.

შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა  დანიის საბჭოს (DRC)  სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულეს და  რეაბილიტირებული შენობები ოფიციალურად გახსნეს. 

კულტურის სახლისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილია, რომელიც აღნიშნული შენობების სხვადასხვა ინვენტარით, მათ შორის ავეჯით, მუსიკალური ინსტრუმენტებითა და წიგნებით აღჭურვასაც ითვალისწინებს.

ხონის #2-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ერთ-ერთი პირველია   იმ 10  საბავშვო ბაღს  შორის, რომლებიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით დევნილთა დასახლებების მიმდებარედ რეაბილიტირდება და აშენდება. დევნილთა საგანმანათლებლო და სოციალური ინტეგრაციის ხელშესაწყობად ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც 2021 წელს დასრულდება, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics