11:15 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 12:32:09, 2182 ნახვა

კომენტარი
სამადაშვილი - კონგრესმენების განცხადება ნიშნავს, რომ ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა და ეს არის 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენების განცხადება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა და ეს არის 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება.

მისი თქმით, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ივანიშვილი რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს.

„ეს არ არის უბრალოდ განცხადება. ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომზადდა ძალიან გავლენიანი ჯგუფის მიერ ამერიკის კონგრესში. ეს განცხადება ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილს დარჩა ერთადერთი გზა. ეს გზა არის 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობის შესრულება, ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების შედეგის უპირობო მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი, რომელიც უკვე ღიად გახდა სანქციების სამიზნე აშშ-ის კონგრესის მხრიდან, რისკის ქვეშ დააყენებს საკუთარ მომავალს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის კომიტეტი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საუბარია, რომ „ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics