2015-08-26 16:15:49, 584 ნახვა
საზოგადოება
ცაიშში საავტომობილო ხიდის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო ხიდის სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, საგახარიო – საჯიქიოს უბნის ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი რკინა – ბეტონისგან შენდება და მაღალი სიძლიერის ავტოტრანსპორტსაც გაატარებს.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა და მისი ღირებულება შეადგენს 45 000 ლარს. აღნიშნული ხიდით 200 მდე ადგილობრივი ისარგებლებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან