|
2020-06-10 13:25:51, 1986 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის შექმნა მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის შექმნაზე მუშაობენ. წყლის საინფორმაციო სისტემა ევროკავშირის პროექტის „ერთიანი გარემოსდაცვითი საინფორმაციო სისტემის პრინციპებისა და პრაქტიკის განხორციელება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (ENI SEIS II East)” ფარგლებში, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით იქმნება. საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემა ხელს შეუწყობს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის განხორციელებას. საქართველოს წყლის სისტემის ფუნქციები და დიზაინი ევროპის წყლის საინფორმაციო სისტემის ანალოგიურია (WISE). სისტემაში შესაძლებელი იქნება წყალთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის, კანონმდებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციზე, წყლის რესურსების შესახებ ხარისხობრივ და რაოდენობრივ მონაცემებზე და რუკებზე წვდომა. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, საქართველოში წყლის რესურსებთან დაკავშირებულ კომპეტენტური ინფორმაცია მიიღონ, ასევე, ეროვნული მონაცემები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაცემებთან შეადარონ. საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2020 წლის ბოლომდე. წყლის საინფორმაციო სისტემის მართვის უნარ-ჩვევების შესწავლის მიზნით, ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი ექსპერტებისთვის ორდღიანი ონლაინ ტრენინგი ჩატარდა. საქართველოს წყლის საინფორმაციო სისტემის მართვაზე პასუხისმგებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი იქნება.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)