|
2020-06-10 12:15:29, 2134 ნახვა
პოლიტიკა
ისრაელიდან ტურისტების მიღების პროცესი დროებით გადაიდება
ისრაელიდან ტურისტების მიღების პროცესი დროებით გადაიდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი ისრაელში ბოლო ერთი კვირის გამო შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. „ის გზა რაც ჩვენ გავიარეთ ისრაელთან, ყველაფერი მზადაა ხელმოსაწერად, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და ის რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიტუაცია ისრაელში გართულდა, ჩვენ ერთობლივად დავფიქრდით და ვთქვით, რომ ეს (ტურისტების მიღება ისრაელიდან) უნდა გადავდოთ, დაველოდოთ სანამ ეპიდემიოლოგიური ვითარება ისრაელშიც დასტაბილურდება“, - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი მანამდე აცხადებდა, რომ შესაძლოა ისრაელი ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)