|
2020-06-09 13:27:04, 3482 ნახვა
ეკონომიკა
თამარ არჩუაძე - COVID-19-ის პანდემიის ფონზე საავიაციო ბაზარზე ცვლილებები გარდაუვალია
COVID-19-ის პანდემიის ფონზე საავიაციო ბაზარზე ცვლილებები გარდაუვალია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განმარტებით, ცვლილებები იქნება როგორც მგზავრთნაკადის ასევე ავიაკომპანიებისა და სიხშირეების მიმართულებით. “ბაზარზე იქნება ცვლილებები მგზავრთნაკადის, ავიაკომპანიებისა და სიხშირეების მიმართულებით. ველაპარაკებით ყველა ავიაკომპანიას, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებდნენ. ყველა ავიაკომპანია გამოთქვამს მზადყოფნას განაახლონ ფრენები, თუმცა ეს მხოლოდ მათზე არაა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმ ეპიდსიტუაციაზე, რაც არის იმ ქვეყნებში და ზოგადად მსოფლიოში. საზღვრების გახსნის მიხედვით იქნება ავიაკომპანიების დაბრუნებაც. იმიტომ, რომ ჩვენთან პანდემიამდე ბევრი სხვადასხვა ავიაკომპანია დაფრინავდა და თუ ამ ქვეყნების საზღვრები გახსნილი არ იქნება ისინი დაბრუნებას ვერ შეძლებენ-”, განაცხადა “პალიტრანიუსის” ეთერში თამარ არჩუაძემ. მისი თქმით, პირველი მიმართულებები, რომლებიც რეგულარული ფრენებისთვის გაიხსნება სავარაუდოდ ისრაელი და ბალტიის ქვეყნები იქნებიან, თუმცა საბოლოო დეტალები 15 ივნისის შემდეგ გახდება ცნობილი. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა საავიაციო სფეროს გაიდლაინებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაკმაყოფილება და გათვალისწინება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული. “გაიდლაინები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცდა, ავიაციის ინდუსტრიის აქტიური ჩართულობით შემუშავდა. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან მათი დაკმაყოფილება ძალიან ადვილი იქნება. მგზავრებს მოუწევთ პირბადით გამოცხადება აეროპორტში, რაც თავის მხრივ სიახლე არ არის, რადგანაც პირბადის ტარება ჩვენი ყოველდღიური რეალობა გახდა. ისინი გაივლიან დამატებით თერმოსქრინინგს. იმ შემთხვევაში თუ მათ დაუფიქსირდებათ ტემპერატურა 37,5 გრადუსზე ნაკლები, ისინი შეძლებენ ჩასხდომის პროცესის გაგრძელებას. სოციალური დისტანციის დაცვით გაივლიან საავიაციო უშიშროების და სასაზღვრო პროცედურებს, ხოლო შემდეგ ჩასხდებიან თვითმფრინავში”, - განაცხადა არჩუაძემ.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)