18:58 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 13:21:26, 2160 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - გიორგი მარგველაშვილისა და ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილისა და მისი პარტიის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა გიორგი მარგველაშვილი „ლელოს“ რიგებში ვიხილოთ, ხაზარაძემ უპასუხა, რომ მაგას ვნახავთ.

„მაგას ვნახავთ, როგორც კი იქნება რაღაცა მსგავსი ბუნებრივია შეგატყობინებთ“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ მარგველაშვილთან კონკრეტული მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ აქვთ, უბრალოდ აზრებს უზიარებენ ერთმანეთს.

„ჩვენ გვაქვს საუბარი ყველა ჯანსაღ ადამიანთან, ყველა ჯანსაღ პოლიტიკოსთან. ჩვენი აზრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა არის ჩიხში შესული, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მიაძინა „ქართულმა ოცნებამ“, არის აბსოლუტურად თანხვედრაში.

შესაბამისად, გიორგი მარგველაშვილისა და ჩვენი პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს. კონკრეტული მოლაპარაკებები არ გვაქვს, უბრალოდ აზრებს ვუზიარებთ ერთმანეთს და თუ რამე კონკრეტული იქნება შეგატყობინებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics