09:21 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-09 11:18:29, 2495 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე - 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-იანი შემცირება

2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-იანი შემცირება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის დასაწყისში საქართველოს ჰქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი, ამ მაჩვენებლებმა და  ფისკლაური  მართვის ხარისხმა  შეგვიწყო ხელი, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.

„კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-იანი შემცირება.

ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი შეადგენს 4,8%-ს, სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალო წლიური მაჩვენებელი 4,7%-ს, ხოლო წლის ბოლოსთვის 3,5%-ს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 50,3 მლრდ ლარია, ნაცვლად გასული წლის დეკემბრის პროგნოზით არსებული 53,1 მლრდ ლარისა. ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 8.5%-ით.

აღსანიშნავია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება და მშპ-ს რეალური ზრდა 4%-ს ხოლო 2020 წლისთვის 6.0%-ს მიაღწევს.

ეკონომიკური პარამეტრების გაუარესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მცირდება ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები და განსაკუთრებით, საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი“, - განაცხადა კაკაურიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics