|
2020-06-09 10:44:15, 17983 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში 8 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია. მისი თქმით, ახალი შემთხვევებიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან, ორი კი, მარნეულში დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ასევე ორი არის საკარანკტინე სივრციდან და სამი გახლავთ სამედიცინო პერსონალი. „გუშინდელი დილის მონაცემებით იყო 810 დადასტურებული შემთხვევა. დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა და გვყავს 818 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული დაემატა მხოლოდ 3. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ინფიცირებულების 84 %-ია უკვე. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 119 პაციენტი. 8 ახალი ინფიცირებულიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქცი, ორი არის მარნეულში დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი გახლავთ საკარანკტინე სივრციდან იმპორტირებული და სამი გახლავთ სამედიცინო პერსონალი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)