|
2020-06-08 22:54:16, 2891 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ჩვენი ჯარი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე 2007-2008 წლებში იყო
საქართველოს თავდაცვის ძალების სიძლიერესა და ქართველი სამხედროების მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას. „სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენი ჯარი არის ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე იყო 2007 ან 2008 წლებში. ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატების, ნატოს სხვა წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორების, მეგობრების შეფასება, რომლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ ჩვენი ჯარის, ჩვენი სამხედროების მომზადების დონე თითქმის ორჯერ და მეტჯერ არის გაზრდილი. ჩვენ რამდენიმე წელია წარმატებით ვამზადებთ ჩვენს სამხედროებს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის დახმარებით, GDRP ჩვენსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო, წარმატებული მაგალითია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა. მინისტრის თქმით, ქართული ჯარი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს და მალე განახლდება სპეცტექნიკა. „ჩემი მთავარი დევიზი გახლავთ სწორედ ის, რომ ჩვენი ჯარი იმსახურებს ყველაფერ საუკეთესოს - საუკეთესო სოციალურ პირობებს, სახელფასო პოლიტიკას, დაზღვევას, საუკეთესო კვებას, საუკეთესო საბინაო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, რომელზეც გადავწყვიტე, რომ 100 მილიონი დავხარჯო ამ წელს და წლის ბოლომდე 250 ობიექტის სრული რეაბილიტაცია დავასრულო. ეს არის ყველა ყაზარმა, დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია, ასევე მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა, პირადი ეკიპირების სრული განახლება. გადაწყვეტილი მაქვს და პრაქტიკულად ბოლო ეტაპზე ვართ ტექნიკის განახლებაზეც. მოგეხსენებათ, 2005-2007 წლების შემდეგ პრაქტიკულად არ განახლებულა ავტოტექნიკა და სპეცტექნიკა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)