|
2020-06-08 16:56:58, 1897 ნახვა
საზოგადოება
uHack სოფლის განვითარებისთვის - ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ჰაკათონის "uHack სოფლის განვითარებისთვის" გამარჯვებულები ცნობილია. KAZBEGI UNION - მა თვითდასაქმების მსურველთათვის ახალ მიდგომა შეიმუშავა. შეიქმნება პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ყაზბეგის რაიონის მოსახლეობას და მათ საჭიროებებს, სოფლად კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. მეორე გამარჯვებული პროექტი ,,ციფრული სოფელია“, რომელიც ითვალისწინებს სოფლის ინოვაციური პლატფორმის შექმნას. ეს იქნება ერთგვარი სოციალური ქსელი, სადაც საკომუნიკაციო საშუალებებად გამოყენებული იქნება ვიდეო, აუდიო და ტექსტური არხები. განსხვავებული მიდგომები საშუალებას მისცემს სასოფლო სექტორს აამაღლოს მოსავლიანობა, მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქალაქთან და მიიღოს მეტი გასამრჯელო. ჰაკათონის მიზანი იყო, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ან დასაქმებული ადამიანების COVID-19-ის გამოწვევებთან გამკლავებაში ხელის შეწყობა. ჰაკათონი ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა და აქტივისტებს აერთიანებდა. პროექტის ფარგლებში 70-მდე განაცხადი შემოვიდა, ფინალურ ეტაპზე ჟიურის წინაშე 13 გუნდი წარსდგა. თითოეულ გამარჯვებულ გუნდს იდეის განხორციელებისთვის 20 000 ლარი გადაეცა. ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის (EU) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით. ჰაკათონის პარტნიორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სოფლის და სოფლის მეურნეობის სააგენტო და Forset.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)