|
2020-06-08 12:46:47, 2015 ნახვა
საზოგადოება
ზუმრუდ გურბანოვი - ვერავინ შეძლებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს
მარნეულში რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე დაწყებული საქმის ირგვლივ სუს-ში სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დაიკითხებიან. ცოტა ხნის წინ, სუს-ში პარლამენტის ყოფილი წევრის და ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციის ხელძღვანელის, ზუმრუდ გურბანოვის დაკითხვის პროცესი დაიწყო. როგორც გურბანოვი აღნიშნავს, მას არც ამ საქმესთან და არც რასობრივი შუღლის გაღვივებასთან კავშირი არ აქვს. „როცა დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ ნარიმან ნარიმანოვის საკითხთან დაკავშირებით დამიბარეს, ვფიქრობ, საუბარი მხოლოდ ამ საკითხზე შედგება. ეპიდემიის დროს საქართველო ძალიან დიდ პრობლემას აწყდება. მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიების ღია და დაუმალავი ოკუპაცია და მიტაცება ხდება, ვიღაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს. მინდა მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, ქართველი აზერბაიჯანელი მოსახლეობა, არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ აქ დაძაბულობის კერა შექმნან. ვერავინ ვერ შეძლებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს“, - განაცხადა ზუმრუდ გურბანოვმა. მანვე დასძინა, რომ მარნეულში არიან ჯგუფები, რომლებიც ეროვნულ შუღლს ნამდვილად ავრცელებენ. ამის მაგალითად კი მან ერთ-ერთი ფეისბუქ გვერდი „ალილო მარნეული“ დაასახელა, რომელზეც ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი და რასისტული გამონათქვამები ქვეყნდება. გურბანოვი აღნიშნავს, რომ მსგავსი ჯგუფების უკან რუსული ინტერესები დგას. ცნობისთვის, საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და მასზე გამოძიება უკვე ათ დღეზე მეტია მიმდინარეობს. ამავე თემაზე სუს-ში რამდენიმე დღის წინ მარნეულის მუსლიმთა სამმართველოს შეიხიც დაკითხეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)