|
2020-06-08 12:11:50, 1939 ნახვა
საზოგადოება
დაჩქარებული წესით - პირბადის გარეშე სიარული ჯარიმებს ექვემდებარება
პირბადეების ტარება სავალდებულო ამ კვირიდან გახდება. ცვლილებებზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მსჯელობს და კანონპროექტის კვირის ბოლოს იქნება მიღებული. ახალი წესების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეს გარეშე ყოფნის შემთხვევაში ფიზიკური პირი 50 ლარით დაისჯება, იურიდიული პირს კი 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს. 50 ლარიანი ჯარიმა დაიწერება იმ შემთხევაშიც, თუ მოქალაქე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მეტროში პირბადის გარეშე გადაადგილება. იგივე რეგულაციები იმოქმედებს ტაქსით გადაადგილების დროსაც და ჯარიმის ოდენობა ამ შემთხვევაშიც 50 ლარი იქნება. გარდა ამისა, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირისა − 10 000 ლარით. კანონპროექტის ინიციატორები საპარლმენტო უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე არიან. ისინი აღნიშნული ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)