|
2020-06-07 13:23:17, 3867 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ოცნების ერთ-ერთი სახე არჩევნებზე ეკა ბერიძე იქნება
შემოდგომაზე გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი სახე ყოფილი ჟურნალისტი და ამჟამად საქართველოს წყლის კომპანიის კომუნიკაციების დირექტორი ეკა ბერიძე იქნება. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კახა ბექაურის, რომელიც ეკა ბერიძის მეუღლეა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს, ქონების დეკლარაცია გამოქვეყნდა. "ფორმულანიუსმა" დეკლარაცია დაამუშავა, რითაც ირკვევა, რომ კახა ბექაურის და მისი მეუღლის საკუთრებაშია 6 ბინა თბილისში და 3 - ბათუმში, ბაკურიანსა და დუშეთში. ჯამში ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, ამ უძრავი ქონების ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია. 107 ათას ლარად ნაყიდი 100 კვადრატული ბინა ლისზე სარდაფით - ბექაურის ცოლის სახელზეა. ეკატერინე ბერიძის სახელზეა კიდევ ორი ბინა სოლოლაკში – ერთი 70 ათას დოლარად, მეორე კი 99 ათას დოლარად შეძენილი. ორივე შენაძენი ახალია და წლევანდელ დეკლარაციაში გაჩნდა. კახა ბექაურს ეკუთვნის 180 კვადრატული ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ უბანში, თაბუკაშვილის ქუჩაზე. 2018 წელს მასში 174 000 დოლარი გადაიხადა. კახა ბექაურის და მისი მეუღლის წლიური ანაზღაურება, ჯამში, ნახევარი მილიონი ლარია. ეკატერინე ბერიძე საქართველოს წყლის კომპანიაში კომუნიკაციების დირექტორია და მისი წლიური სახელფასო ანაზღაურება დაახლოებით 300 ათასი ლარია. აქვთ ბიზნესი. ბექაური სუპერმარკეტების ქსელ „ორი ნაბიჯის" 33%-იანი წილის მფლობელია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)