|
2020-06-06 14:33:33, 3058 ნახვა
პოლიტიკა
„ლელო“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დროებით შეაჩეროს #520 დადგენილების მოქმედება და შეიმუშავოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა საბა ბუაძემ და ვატო სურგულაძემ ბრიფინგი გამართეს ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი ფინანსური კრიზისის და მთავრობის #520 დადგენილების შესახებ. „ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებით სახელმწიფო დღეს შემოსავლის გარეშე ტოვებს ექიმებს, ადამიანებს, რომელთა ფასდაუდებელი შრომის შედეგადაც საქართველომ მოახერხა კორონავირუსთან ეფექტური გამკლავება. „ლელო“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დროებით შეაჩეროს #520 დადგენილების მოქმედება და შეიმუშავოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის. საბა ბუაძის განცხადებით მთავრობის #520 დადგენილებით ჯანდაცვის სექტორმა უდიდესი ფინანსური ზარალი მიიღო. დაფინანსების წესში განხორციელებული ცვლილებების გამო, სამედიცინო დაწესებულებები იძულებული გახდნენ 30%-ით შეემცირებინათ სახელფასო ფონდი და კარდიოქირურგიის დარგი ფაქტობრივად დაშლის პირას მივიდა. ამ დადგენილების მსგავსად, დაფინანსების შემცირება ასევე დაგეგმილია ოფთალმოლოგიის, ნეიროქირურგიის და ორთოპედიის სფეროებში, რაც დამატებით დარტყმას მიაყენებს საავადმყოფოებს და უმუშევრობის რისკის ქვეშ დააყენებს ათასობით ადამიანს. „მთავრობის დადგენილებით მიყენებული ზარალის გარდა, სამედიცინო დაწესებულებებს მძიმედ შეეხო კორონა ვირუსი. შექმნილი ვითარების გამო, 2 თვით შეჩერდა გეგმიური სამედიცინო მომსახურებები და ოპერაციები, რამაც ფინანსურ კრიზისში მყოფი დაწესებულებები დახურვის რისკის ქვეშ დააყენა. იმ ფონზე, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურებისათვის მთავრობას 4 თვე სჭირდება, კლინიკების სასარგებლოდ სახელმწიფომ დააგროვა 300 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება. ამის გამო საავადმყოფოები ვერ ახერხებენ ხელფასების გაცემას, სესხების მომსახურებას და სხვა ხარჯების დაფარვას.“ - განაცხადა საბა ბუაძემ. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების განცხადებით დღეს სამედიცინო სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი მსესხებელია და ქვეყნის მთლიანი საკრედიტო პორტფელის 7%-ს იკავებს. სამედიცინო დაწესებულებების მასშტაბურმა გადახდისუუნარობამ შესაძლოა ფართო მასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა იღონოს ყველაფერი იმისთვის, რომ სამედიცინო დაწესებულებები კრიზისამდელ მდგომარეობაში დაბრუნდნენ და ჩვეულ რეჟიმში შეძლონ ოპერირება. მნიშვნელოვანია, რომ საფრთხე არ დაემუქროს ექიმების, ექთნების და სანიტრების შემოსავალს. “ლელო” მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დროებით შეაჩეროს #520 დადგენილების მოქმედება და შეიმუშავოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)