04:51 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-05 19:12:49, 3315 ნახვა

კომენტარი
თავდაცვის სამინისტრო - გერმანულმა კომპანია „ლოვამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათ მიერაა წარმოებული

გერმანულმა კომპანია „ლოვამ“ ოფიციალური წერილით დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებისთვის შეძენილი ფეხსაცმელი ნამდვილად მათ მიერაა წარმოებული, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ხაინდრავამ უწყებაში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოუწოდა მედიას, რომ მაქსიმალურად გადაამოწმონ თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და ნუ შეეცდებიან უარყოფითად წარმოაჩინონ ყველა ის სიკეთე, რაც ჯარისთვის კეთდება.

შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები თვის ბოლომდე სრულად იქნებიან უზრუნველყოფილი „ლოვას“ ბრენდის ბათინკებით. გიორგი ხაინდრავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესყიდული ფეხსაცმლის ფასი მნიშვნელოვნად დაბალია მათ საბაზრო ღირებულებაზე, რაც განპირობებულია თავდაცვის სამინისტროს წარმატებული მოლაპარაკებებით.

მან მედიის წარმომადგენლებს ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც წარუდგინა.

მასტერ-სერჟანტმა გიორგი კილასონიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი ხარისხის ფეხსაცმელი თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს ჯერ არ ჰქონიათ და არცერთ სამხედროს ახალი ფეხსაცმლის ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს.

მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული მცდარი ინფორმაციის გავრცელება ჯარის ავტორიტეტს აზიანებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics