|
2020-06-05 16:55:12, 3067 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი - საჭიროა, რომ რეგლამენტთან დაკავშირებით იყოს ჯანსაღი მსჯელობა, დისკუსია. ეს საკითხი არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესი
„ჩვენთვის აუცილებელი და საჭიროა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს ჯანსაღი მსჯელობა, დისკუსია და ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესი. თუკი ვინმეს ინტერესების სასარგებლოდ არ ხორციელდება ეს ცვლილებები, სწორედ მმართველი გუნდია, ვინაიდან ხდება მთელი რიგი თანამდებობის შეკვეცა და ა.შ. თუმცა, არის გარკვეული საკითხები, სადაც არის რესურსი, რომ დამატებით გაგრძელდეს მსჯელობა და ჩვენ ამისთვის მზად ვართ",- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების საკომიტეტო განხილვის დროს. მისივე შეფასებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის და ეს ცვლილები შესაბამისობაში მოდის იმ დაგეგმილ ცვლილებებთან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციაში. „მთლიანობაში, ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს საპარლამენტო ცხოვრების შემდგომში კიდევ უფრო დახვეწას, მისცემს შესაძლებლობას პარტიებს პარტიული პლატფორმის შემდგომი განვითარებისთვის და საპარლამენტო ცხოვრებაში პარტიული კულტურის შემდგომი გაძლიერებისთვის. შესაბამისად, საჭირო და აუცილებელია ეს ცვლილებები. ჩვენ გვესწრებიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები. მადლობა ინტერესისთვის, რომ ხართ ჩართული და თვალყურს ადევნებთ ამ პროცესს. მაქვს ინფორმაცია, რომ გარკვეული არასამთვარობო ორგანიზაციებს აქვთ შენიშნები და მოსაზრებები. თუკი ჩვენ გადმოგვიგზავნიან ამ ტიპის შენიშვნებს, რა თქმა უნდა, მზად ვართ ეს შენიშვნები გავაჟღეროთ და დავაფიქსიროთ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)