03:02 - 25 Jul, 2026
|
2020-06-05 10:56:34, 18315 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 52 პაციენტი მკურნალობს, ხუთმა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში COVID-19-ის დიაგნოზით 52 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, გუშინ კლინიკა ხუთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. „ჩვენს ცენტრში 4 ახალი ინფიცირებულიდან არცერთი არ შემოსულა. გუშინ გვყავდა 5 გამოჯანმრთელებული, რომლებმაც გუშინვე დატოვეს კლინიკა. ამჟამად გვყავს 52 დადასტურებული შემთხვევა. ამ პაციენტებს შორის მძიმე, პრობლემური პაციენტი არ გვყავს. გვყავს რამდენიმე პაციენტი მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)