|
2020-06-04 18:22:54, 2501 ნახვა
საზოგადოება
ჭიჭინაძე - ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც
„ოპოზიციის ერთიანი კანდიდატები ჩემთვის მიუღებელიცაა და განუხორციელებელიც“, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ის ოპოზიციის ნაწილს, ხელოვნური უმრავლესობის შექმნის მიზნით, ამომრჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს. „ღირებულებითი თანხვედრა თუ არ გაქვს პოლიტიკურ ძალებთან, არ შეიძლება რაღაც გაუგებარ გარიგებეზე წახვიდე, მითუმეტეს ხალხის ინტერესების საპირისპიროდ. თან ვთვლი, რომ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც დღეს ყველაზე უფრო აქტიურობს და „ქართულ ოცნებას“ შორის , რეალურად არანაირი განსხვავებაა არ არის. თავის დროზე ყველამ საკმაოდ სერიოზულად გაუცრუა იმედები და მოატყუა ამომრჩეველი. შესაბამისად, ამ მოცემულობით, აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე შეთანხმება. რაც შეგვეხება ჩვენ, პოლიტიკურ მოძრაობა „ტრიბუნას“, ჩვენი შეთავაზებები მოსახლეობისთვის სრულიად განსხვავებულია. ჩვენ განვსხვავდებით ჩვენი პოლიტიკური ხედვებით, რადგან ვებრძვით ლიბერალურ ეკონომიკას, რომელმაც არა მარტო ჩვენი ქვეყანა, მთელი მსოფლიო ჩიხში შეიყვანა. ანუ, ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობა, ამას არავინ სთავაზობს და არ ვაპირებთ ხელოვნური უმრავლესობის შექმნას შევუწყოთ ხელი და ჩვენი ამომრჩეველი შეცდომაში შევიყვანოთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)