01:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 17:29:39, 2744 ნახვა

საზოგადოება
აჭარის პროკურატურასთან ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები აქციას აგრძელებენ

აჭარის პროკურატურასთან კარვებია გაშლილი. ჯამში 17 პირი შიმშილობს, ხოლო 4 პირს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.

აქციის მონაწილეები მთავრობას ხვალ, 15 საათამდე აძლევენ დროს, რომ მიიღონ პასუხი, როდის დაიწყება ლავასოღლის თურქეთის საპატიმროდან ექსტრადირების საკითხი.

მათივე თქმით, თუ ხელისუფლება დიალოგს არ დაიწყებს, ისინი სარფის საბაჟოს პიკეტირებას მოახდენენ.

ცნობისთვის, ლავასოღლის ექსტრადიციის მოთხოვნით, მისი ოჯახის წევრებმა აქცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ გამართეს. 2020 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics