|
2020-06-04 17:10:07, 2764 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობა - საგანგებო მდგომარეობის დროს შეიზღუდა მხოლოდ ის უფლებები, რომელთა შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვისთვის
საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტის საფუძველზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები და თავისუფლებები, - ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ დეკრეტმა მოიცვა მხოლოდ ის უფლებები და თავისუფლებები, რომელთა შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვისთვის. ასევე აღნიშნულია, რომ დეკრეტითვე მოხდა გარკვეული საკითხების რეგულირების უფლებამოსილების საქართველოს მთავრობაზე დელეგირება, თუმცა, მთავრობისთვის დელეგირებული უფლებამოსილების მასშტაბი, მიზნები და ფარგლები დეკრეტითვე იყო განსაზღვრული. „ვინაიდან კონკრეტული შეზღუდვისა თუ განსხვავებული რეგულაციის დაწესების აუცილებლობა დამოკიდებული იყო ქვეყანაში ან მის კონკრეტულ ნაწილში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც, ფაქტობრივად ცვალებადი იყო (ზოგიერთ შემთხვევაში - ყოველდღიურად), მნიშვნელოვანი იყო მთავრობას ჰქონოდა კონკრეტული შეზღუდვ(ებ)ის დაწესების შესაძლებლობის მოქნილობა, რათა დროულად და ეფექტიანად ეპასუხა ყოველდღიურად ცვალებადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციით შექმნილი გამოწვევებისთვის. ხაზგასასმელია, რომ კონკრეტული შეზღუდვის დაწესებისას გათვალისწინებული იყო, ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე არსებული ლეგიტიმური მიზანი, ხოლო მეორე მხრივ - ლეგიტიმურ მიზანსა და მის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებებს შორის პროპორციულობა", - აღნიშნულია ანგარიშში. COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში აღნიშნულია, რომ შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვირუსის გავრცელების შენელებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)