04:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 15:55:31, 2942 ნახვა

კომენტარი
ბეჟაშვილი ბოკერიას - როდესაც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ერთ-ერთი მხარე მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს მოლაპარაკებებს ჩრდილს აყენებს

როდესაც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ერთ-ერთი მხარე მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს ამ მოლაპარაკებებს ჩრდილს აყენებს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი „ეროპული საქართელოს“ განცხადებას.

მისი თქმით, მაშინ როდესაც არავის გაუკეთებია შეთანხმების დარღვევაზე განცხადება, ასეთი საუბრები მოსახლეობას აბნევს და ნიჰილიზმს იწვევს.

„ვიდრე მოლაპარაკებები არ დასრულდება, მსგავსი განცხადებების საფუძველი არ არსებობს. ამიტომ ყველა პარტიას მოვუწოდებთ, რომ დავსხდეთ მაგიდასთან და მივაღწიოთ შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ შეთანხმება მოხდება, განსაკუთრებით თბილისის მაჟორიტარულ ოლქებზე და ოპოზიციური პარტიები შევძლებთ ერთიანი ფორმატით შევუტიოთ ივანიშვილს. დღეს ამომრჩევლის დაკვეთა სწორედ ესაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ენმ“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურად იმისთვის, რომ შეთანხმება მოხდეს, განსაკუთრებით თბილისში, როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ბოლო პერიოდში „ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებული მიდგომის გადახედვას აქვს ადგილი“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics