06:05 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 13:43:16, 1127 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში" დაეხმარება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში იზრდება იმ დარგების სია, რომლებიც პროგრმაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ აქამდე პროგრამაში 100-მდე დარგი იყო, ახლა პრაქტიკულად ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში" დაეხმარება.

„ მათ შორის გამორჩეულია - საშენ მასალათა, პლასტმასის და სხვა მსგავსი წარმოებები, რადგან ჩვენ აქ ვხედავთ ძალიან დიდ პოტენციალს, რომ საკუთარ რესურსზე დაყრდნობით ჩვენმა ბიზნესმა შეძლოს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და კონკურენტუნარიანი პროდუქცია მოაწოდოს ბაზარს და გაიტანოს ექსპორტზე", - აღნიშნა მინისტრმა.

კიდევ ერთი მნიშვნეოოვანი სიახლე შეეხება სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ ინდუსტრიას და კვების მრეწველობას - როგორც მინისტრმა განმარტა, სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით დაუშვებს, რომ ბიზნესმა ერთდროულად ორი პროგრამის დახმარებით ისარგებლოს.  „ერთადერთი ამ სექტორში ვუშვებთ შემდეგს - ბიზნესს შეეძლება ერთდროულად ისარგებლოს დახმარებით როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში საკრედიტო-საგანტიო სქემით - ანუ, ერთდროულად ისარგებლოს ჩვენი თანაუზრუნველყოფით და სესხის პროცენტის თანადაფინანსებით. ეს ხაზს უსვამს - ჩვენთვის ადგილობრივი, მათ შორის კვების ადგილობრივი წარმოება პრიორიტეტია, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics