|
2020-06-04 13:41:20, 1187 ნახვა
საზოგადოება
ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
ბულგარეთის რესპუბლიკამ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. 400 სპეციალური კომბინიზონი, ამდენივე სახის ფარი და სათვალე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პირადად ბულგარეთის ელჩმა საქართველოში, დესისლავა ივანოვამ გადასცა. დიპლომატის თქმით, ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი და აღნიშნული ორი ქვეყნის მჭიდრო პარტნიორობას უსვამს ხაზს. ჰუმანიტარული დახმარება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა ჩაიბარა. “როგორც ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძალიან მოხარული ვარ, რომ მაქვს პატივი და შესაძლებლობა ეს ჰუმანიტარული დახმარება გადავცე საქართველოს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ შეძლო დღეს აქ ყოფნა, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. ეს არის როგორც პოლიტიკური ასევე პრაქტიკული ნაბიჯი. აღნიშნული აჩვენებს რომ მსგავსი გამოწვევების დროს ჩვენ ერთად ვდგავართ. ეს არის ბულგარეთის რესპუბლიკის კონტრიბუცია ევროკავშირის ფართო ინიციატივაში „ევროპის გუნდი“, რათა მხარი დაუჭირონ პარტნიორ ქვეყნებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში და მის შედეგებთან გამკლავებაში”, - აღნიშნა დესისლავა ივანოვამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)