|
2020-06-04 13:36:50, 1226 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ქვახვრელში დოეს-გრაკალის სარწყავი არხი გაიწმინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. სოფელ ქვახვრელში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც სოფელ ქვახვრელის, უფლისციხის, დოესისა და გრაკალის დამატებით 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო 400 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. დოეს-გრაკალის სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა. დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემა წყალს მდინარე მტკვარზე მოწყობილი სათავე- ნეგობობიდან იღებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)