02:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 12:12:35, 1227 ნახვა

საზოგადოება
ტიკარაძე - პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, გარკვეული ხარვეზები ჯანდაცვის სისტემამაშიც გამოიკვეთა, რომლის გამოსწორებაზეც მუშაობას ვიწყებთ

პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, გარკვეული ხარვეზები ჯანდაცვის სისტემამაშიც გამოიკვეთა, რომლის გამოსწორებაზეც მუშაობას ვიწყებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია გვქონდეს ის სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პირობებში შეძლებს შესაფერისი პასუხი გასცეს ყველანაირ გამოწვევას.

„კორექტული იქნება თუ დაველოდებით ანგარიშს და შემდეგ ფართო საზოგადებასთან ერთად ვიმსჯელებთ ერთობლივად. გვინდა ფართო განხილვის საგანი გავხადოთ ეს და ერთობლივად დავადგინოთ სხვა სუსტი წერტილებიც, რომელიც შეიძლება მთავრობას ამ ეტაპისთვის არ აქვს დადგენილი. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული საჭიროებები, რომელიც გამოვლინდა ჯანდაცვაში. ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყოველივე ამას მივუდგეთ უფრო გლობალურად, რათა გვქონდეს ის სისტემა, რომელსაც არ სჭირდება საგანგებო ღონისძიებების გამოცხადება და ნებისმიერი პანდემიის პირობებში ის შეძლებს გასცეს შესაფერისი პასუხი ყველანაირ გამოწვევას. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჯანდაცვის სიტემას. გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა ჯანდაცვის სისტემამაშიც, რომლის გამოსწორებაზეც ვიწყებთ მუშაობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics