02:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-04 10:57:14, 1246 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტში იმყოფებოდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ნახიდურში კარტოფილის სადისტრიბუციო პუნქტში იმყოფებოდა.

სადისტრიბუციო პუნქტი ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში კარტოფილის უსაფრთხო და შეუფერხებელი ექსპორტის უზრუნველყოფის მიზნით გაიხსნა. სადისტრიბუციო პუნქტში გადამზიდი მანქანების უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლები  პროდუქტის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის აღებას ადგილზე, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეძლებენ.

„წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარტოფილის საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 35 000 ტონაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა მოსავლის აღება, ჩაბარება და რეალიზაცია შეუფერხებლად შეძლონ. სადისტრიბუციო პუნქტის გასახსნელად შევარჩიეთ სოფელი ნახიდური, რადგან ლოგისტიკის თვალსაზრისით მისაღებია მიმდებარე სოფლებისთვის. აქ  განთავსდება მანქანები, რომლებიც საექსპორტო პროდუქციით დაიტვირთება.  ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, უცხო ქვეყნის მოქალაქე მძღოლების ნაკვეთებსა და ბაღებში მოძრაობა შევზღუდოთ. საექსპორტო პროდუქციაზე ყველა დოკუმენტი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით გაიცემა. მანქანების გადაადგილება გაკონტროლდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics