03:02 - 25 Jul, 2026
|
2020-06-04 10:48:59, 16923 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 57 პაციენტი მკურნალობს, კლინიკაში მძიმე ავადმყოფები არ ჰყავთ
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში COVID-19-ის დიაგნოზით 57 პაციენტი მკურნალობს. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე პრობლემური პაციენტები არ ჰყავთ. „ჩვენს ცენტრში გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა. პრობლემური მძიმე ავადმყოფები ამ ეტაპზე არ გვყავს. ამჟამად გვყავს მხოლოდ ორი პაციენტი მძიმე პნევმონიით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი. უმეტესი წილი საშუალო სიმძიმის პაციენტებია. დღეისათვის დაახლოებით 7 პაციენტს ჩაუტარდება მონიტორინგი და ვნახავთ დინამიკაში რა მონაცემები გვექნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)