20:45 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 18:26:30, 4188 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი - დარწმუნებული ვარ რასიზმი გერმანიაშიც არსებობს

„დარწმუნებული ვარ, რომ რასიზმი გერმანიაშიც არსებობს“, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან სეიბერტმა განაცხადა.

მან ყველა საზოგადოებას მოუწოდა მუდმივად იმუშაონ რასიზმის წინააღმდეგ.

„ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა შოკში ჩააგდო ხალხი გერმანიასა და მთელ მსოფლიოში. შეძრწუნებულია გემრანიის ფედერალურმა მთავრობამაც”, - განაცხადა სტეფან სეიბერტმა.

სეიბერტის თქმით, აღნიშნული ფაქტი „შემაძრწუნებელი და თავიდან უნდა ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები“.

შეგახსენებ, რომ აშშ-ს 30-ზე მეტ ქალაქში, ასევე ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში ჯორჯ ფლოიდის, 46 წლის ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, აქციები მიმდინარეობს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომიტინგეების წინააღმდეგ ეროვნული გვარდია გამოიყვანა. დაკავებულია ათასობით პროტესტანტი, ხოლო აქციების დაშლა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების საშუალებით მიმდინარეობს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics