|
2015-08-25 12:53:24, 1315 ნახვა
სხვადასხვა
შავი ზღვის სანაპირო ზოლი ახალი სპეცტექნიკით დასუფთავდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს 13 ერთეული სანაპირო ზოლისდასასუფთავებელი სპეცტექნიკა გადასცა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ტექნიკა, რომლის ღირებულება 2 100 380.55 ლარია ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა. მათივე ინფორმაციით, სპეცტექნიკა ხელს შეუწყობს შავი ზღვის, კერძოდ, ურეკის, ანაკლიის, ფოთის, შეკვეთილისა და გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება-მოწესრიგებას. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ურეკში აღნიშნული ტექნიკის მუშაობა შეამოწმეს. ასევე, გაესაუბრნენ სპეცტექნიკაზე დასაქმებულ პირებს, რომლებიც ფონდის მიერ გერმანიიდან ჩამოყვანილმა სპეციალისტმა გადაამზადა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 9 ერთეული ტექნიკა გადასცა, რომლის საერთო ღირებულება 1,342,903.91 ლარია. ფოთისა და ზუგდიდია მუნიციპალიტეტებს კი 2-2 ერთეული ტექნიკა გადაეცა, რომელთა ღირებულება, ჯამში,757,476,64 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)