|
2020-06-03 12:59:27, 4584 ნახვა
მსოფლიო
ფლოიდის მხარდამჭერი აქცია გლობალური ხდება - საფრანგეთში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
პოლიციამ პარიზში მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც რასიზმის აპროტესტებენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. პარიზში მიმდინარე აქცია ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას უკავშირდება. მომიტინგეები ფლოიდის მკვლელების დასჯასა და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვენ. საფრანგეთში აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს სამართლიანობის აღდგენა ადამ ტრაორესთვის, ფრანგი შავკანიანი ადამიანისთვის, რომელიც 2016 წელს პოლიციის მსხვერპლი გახდა. „ევრონიუსი“ წერს, რომ დაძაბულობა გამწვავდა მარსელშიც. პოლიციამ რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც ლიონში შეიკრიბნენ, ცრემლსადენი გაზით დაარბია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი აქცია არამარტო აშშ-ში არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებშიც გაიმართა. გამოცემა აღნისნავს, რომ კვირის ბოლომდე ჯორჯ ფლოიდის მხარდამჭერი პროტესტი სხვადასხვა ქვეყნებში დაგეგმილია. ცნობისთვის, ჯორჯ ფლოიდი, 46 წლის აფროამერიკელი, მოკლეს ორშაბათს მინეაპოლისში პოლიციის დაკავების დროს. საქმეში მონაწილე პოლიციელებს ბრალი წაუყენეს ფლოიდის მკვლელობაში და განაჩენი ორშაბათს სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. კადრებში, რომლებიც ინტერნეტში ვრცელდება ჩანს, რომ პოლიციელი, შოვინი რამდენიმე წუთის განმავლობაში ფლოიდს კისერზე მუხლს ადებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლოიდი არაერთხელ ამბობს, რომ მას სუნთქვა არ შეუძლია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)