00:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 11:54:48, 575 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ნინოწმინდაში სამედიცინო აქცია ჩატარდა

23 აგვისტოს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტი და ადგილობრივი მოსახეობისათვის ჩატარდა უფასო სამედიცინო აქცია. 

როგოგრც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურება გაუწია "ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის" თერთმეტმა სხვადსხვა პროფილის ექიმმა. ჩატარდა უფასო კონსულტაციები და სამედიცინო კვლევები. სამედიცინო მომსახურება გაეწია 150-ზე მეტ პაციენტს.
აქციის ფარგლებში ქ. ნონოწმინდას ეწვივნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და აჭრის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე. 

მათივე ინფორმაციით, მთავრობის წარმომამდგენლები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და 2015 წლის 18 მაისს საქართველოს მთავრობის N996 განკარგულებით დამტკიცებული პროექტის „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების თაობაზე“ ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ამ პროექტის ფარგლებში 91, ხოლო საქართველოს მასშტაბით 1 200 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდებათ საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი.

ნინოწმინდაში მედიკოსთა ტრანსპორტიტება უზრუნველყო სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯია“-მ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics