|
2020-06-02 14:24:34, 1339 ნახვა
საზოგადოება
იუნისეფის განცხადებით, კონგოში ებოლას ვირუსის გავრცელება დაიწყო
5 ადამინი, აქედან ერთ-ერთი 15 წლის გოგონა, ებოლას ვირუსის ხელახალი გავრცელების გამო, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გარდაიცვალა - ამის შესახებ, ინფორმაციას „CNN” ავრცელებს. „იმ ოთხი ადამიანის, რომელთაც ვირუსი დაუდასტურდათ, მათი კონტაქტები გამოკვლეულია და საკარანტინე სივრცეში, ვუანგატას საავადმყოფოში გადიყვანეს. გარდაცვალების შემთხვევა 18 მაისისსა და 30 მაისის შუალედში დაფიქისრდა, თუმცა მხოლოდ დღეს დადასტურდა, რომ ეს ებოლას ვირუსი იყო“, - ამის შესახებ იუნისეფი იუწყება. ორშაბათს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გებრეისუსმა ტვიტერზე გამოაქვეყნა განცხადება მბანდაკაში დაფიქისრებული 6 შემთხვევის შესახებ. ეს შემთხვევა აფრიკის რეგიონისთვის მეთერთმეტე შემთხვევაა, როდესაც მომაკვდინებელი ვირუსი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებას იწყებს. „ახალი ებოლას ვირუსის გავრცელება დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. დადასტურდა 6 ინფიცირების შემთხვევა, ხოლო აქედან 4 ლეტალობით დამთავრდა. ამავდროულად კონგოს რესპუბლიკა კორონავიურისის გავრცელებასთან ბრძოლის საბოლოო ფაზაშია“, - განაცხადა ტედროსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)