|
2020-06-02 14:04:48, 1311 ნახვა
პოლიტიკა
სოფელ კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრი მუშაობას 2 ივნისიდან განაახლებს
2 ივნისიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც 23 მაისს, სავარაუდოდ, ბანკომატის ძარცვის მიზნით მომხდარი აფეთქებისგან გამოწვეული დაზიანებების გამო ვერ ფუნქციონირებდა, მუშაობას განაახლებს. ამ დროისთვის შენობის ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია. მათ შორის, სრულად შეიცვალა შესასვლელი კარის კარკასი და მინები, დემონტაჟი ჩაუტარდა დაზიანებულ ჭერს და შეიცვალა ახლით, სრულად განახლდა და შეკეთდა დაზიანებული კედლები, შეიცვალა თაბაშირ-მუყაოს ფილები და პროფილები, გამოიცვალა სანათები და განათების სისტემა, სრულად გარემონტდა და შეიღება 24-საათიანი თვითმომსახურების სივრცე. ამჟამად მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, კოხნარის საზოგადოებრივ ცენტრში დაჯავშნონ ვიზიტი და მიიღონ 200-ზე მეტი სერვისი. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება ლიბერთი ბანკის მომსახურებებიც. საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში ვიზიტისას მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ · ჯავშნის გაკეთება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვებგვერდიდან – my.gov.ge, სადაც თვალსაჩინო ადგილზეა განთავსებული ჯავშნის კალენდარი; · წინასწარი დაჯავშნის გარეშე, საზოგადობრივ ცენტრსა თუ იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება; · ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება. my.gov.ge-ზე დაჯავშნის შემდეგ მომხმარებელი მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელიც საზოგადოებრივ ცენტრში, იუსტიციის სახლში მისულმა მომხმარებელმა მომსახურებამდე უნდა წარადგინოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)